Alexander Begalashvili
Quick Facts
Biography
ალექსანდრე გრიგოლის ძე ბეგალიშვილი (დ. 15 იანვარი, 1923, თბილისი ― გ. 26 ნოემბერი, 1989, იქვე) ― ქართველი მუსიკოს-შემსრულებელი (ალტი), საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1952), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი (1968).
ბიოგრაფია
1944 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია სავიოლინო კლასი (ხელმძღვანელი პროფესორ ლ. იაშვილი). 1944–1967 წლებში უკრავდა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში, რომლის სხვა წევრებთან ერთად სიმებიანი კვარტეტების საერთაშორისო კონკურსზე პრაღაში ლაურეატის წოდება მიენიჭა (1952).
ბეგალიშვილი იყო საქართველოს ფილარმონიისა და რადიოს სოლისტი. ქართველ კომოზიტორების, აგრეთვე კლასიკოსთა ნაწარმოებების ინტერპრეტატორი; ქართველი კომპოზიტორების მიერ ალტისათვის დაწერილი მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 263, თბ., 1977 წელი.
- ტორაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 387, თბ., 1997 წელი.