Akaki Gatserelia
Quick Facts
Biography
აკაკი გაწერელია (დ. 9 დეკემბერი, 1910, ფოთი; გ. 1996) — ქართველი მწერალი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.
1934 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო გამომცმელობებში, შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, თეატრალურ ინსტიტუტსა და თსუ-ში, აგრეთვე ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედინსტიტუტში, სადაც 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრას. ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა 1927 წლიდან. ავტორია მონოგრაფიებისა: ნიკოლოზ ბარათაშვილი (1945წ.), გრიგოლ ორბელიანი (1957წ.), ვაჟა-ფშაველა (1961წ.); აქვს გამოკვლევები ქართული ლექსთწყობის საკითხებზე, ფუნდამენტური ნაშრომი ქართული კლასიკური ლექსი (1953 წ.), მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ტექსტოლოგიაში, გამოსცა პ. იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ (1936 წ.), ეკუთვნის მოთხრობები და ნოველები: „ჩირიურთი“, „იმამი ლოჟაში“ (1942 წ.), „ბოსკოს შეგირდი“ (1942 წ.), „სიკვდილი ბარათაშვილისა“ (1945 წ.), 1960წელს გამოაქვეყნა ნოველები, 1972 წელს მოთხრობა „შამილი და მისი ნაამბობი“.
1965 წლს მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
ბიბლიოგრაფია
- ნარკვევები, პორტრეტები, ლექსთმცოდნეობა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 454გვ.
- ფაიდას გამოცხადება : რომანი-ეტიუდი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 95გვ.
- ნოველები და მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1985. - 207გვ.
- ქართული კლასიკური ლექსი. მახვილი, რიტმი, რითმა და სტროფი. VII-XVIII ს.ს. : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1953. - 324გვ.
რესურსები ინტერნეტში
- ბიოგრაფიული ლექსიკონი — აკაკი გაწერელია — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა