Vasili Chkhaidze

Georgian actor (1905-1986)
The basics

Quick Facts

IntroGeorgian actor (1905-1986)
A.K.A.Vasil Chkhaidze
A.K.A.Vasil Chkhaidze
PlacesRussia
wasActor
Work fieldFilm, TV, Stage & Radio
Gender
Male
Birth2 January 1905, Guria, Georgia; Georgia
Death26 December 1986 (aged 82 years)
Star signCapricorn
The details

Biography

ვასილ ისაკის ძე ჩხაიძე (დ. 2 იანვარი, 1905, სოფელი აცანა, ოზურგეთის მაზრა — გ. 26 დეკემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979).

ბიოგრაფია

1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი — გერმანული ენის სპეციალობით. 1927–1934 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, შემდეგ კი მუშაობდა ფოთის თეატრში. 1937–1956 წლებში მუშაობდა სკოლაში რუსული და გერმანული ენის მასწავლებლად. 1956–1962 წლებში ფოთის ვ. გუნიას სახ. დრამატული თეატრის მსახიობია. 1967 წლიდან მუშაობს კინოსტუდია ქართულ ფილმში. მის კარიერაში გამორჩეულია ელდარ შენგელაიას ფილმებში შესრულებული როლები: პიპინია ერისთავი („არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1968) და ქრისტეფორე მგალობლიშვილი გარიყულადან („შერეკილები“, 1973). 1970 წელს სესილია თაყაიშვილთან ერთად ითამაშა თემურ ფალავანდიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჩამავალი მზე“. 1973 წელს შეასრულა ღარიბი და ამაყი აზნაურის როლი ფილმში „ლაზარეს თავგადასავალი“. 2013 წელს, მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე მისი და­კარ­გუ­ლი საფ­ლა­ვი ელდარ შენგელაიამ იპო­ვა და ნეშ­ტი გად­მო­ას­ვე­ნა. „ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა, გუ­რამ გე­ლა­ძემ იცო­და, სად იყო ეს საფ­ლა­ვი, სა­ი­და­ნაც დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გად­მო­ვას­ვე­ნეთ“. 2015 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

  • 1968: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ( ) რეჟ. ელდარ შენგელაია
  • 1970: „ჩამავალი მზე“ () რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
  • 1970: „ფეოლა“ () რეჟ. ბაადურ წულაძე
  • 1970: „სემირამიდას ბაღები“ () რეჟ. სიკო დოლიძე
  • 1971: „მყუდრო სავანე“ () რეჟ. კარლო ღლონტი
  • 1971: „ცოტნე დადიანი“ () რეჟ. ალექსანდრე ჟღენტი
  • 1971: „გათენების წინ“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
  • 1973: „ლაზარეს თავგადასავალი“ () რეჟისორები ქართლოს ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი
  • 1973: „შერეკილები “ () რეჟ. ელდარ შენგელაია
  • 1974: „ წყარო გზის პირას“ () რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
  • 1974: „კაპიტნები“ () რეჟ. თამაზ გომელაური
  • 1975:„ აურზაური სალხინეთში“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1975: „ჩირიკი და ჩიკოტელა“ რეჟისორები ლევან ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი
  • 1975: „მოხეტიალე რაინდები“ () რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
  • 1975:„ პირველი მერცხალი“ () რეჟ. ნანა მჭედლიძე
  • 1976:„ გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი) და სხვები“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
  • 1977: „მიმინო“ რეჟ. გიორგი დანელია
  • 1977: „პატარა მეგობრები“ რეჟ. მარინე ხონელიძე
  • 1977: „ყუთები“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
  • 1977: „რაჭა ჩემო სიყვარულო“ () რეჟისორები თემურ ფალავანდიშვილი, იოზეფ მედვედი
  • 1977:„ სინემა“ რეჟ. ლიანა ელიავა
  • 1977: „სამანიშვილის დედინაცვალი “ რეჟ. ელდარ შენგელაია
  • 1978: „ყვარყვარე“ რეჟ. დევი აბაშიძე
  • 1978: „პირველი კონცერტი“ რეჟ. შერგილ შონია
  • 1978:„დათა თუთაშხია “ () რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
  • 1978: „შესვენება“ რეჟ. ბაადურ წულაძე
  • 1978: „ჩემი მეგობარი ძია ვანია“ რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
  • 1980: „თბილისი, პარიზი, თბილისი“ რეჟ. ლეილა აბაშიძე
  • 1983: „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ რეჟ. ელდარ შენგელაია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი


რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 08 Oct 2019. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.