Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Places | Georgia Russia | |
was | Geographer | |
Work field | Science | |
Gender |
| |
Birth | 1 October 1919, Abasha, Georgia | |
Death | 1 February 2018 (aged 98 years) | |
Star sign | Libra |
Biography
ვასილ ცომაია (დ. 1 ოქტომბერი, 1919, პატარა კვათანა, აბაშის რაიონი — გ. 1 თებერვალი, 2018) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
ვასილ ცომაიამ დაამთავრა თბილისის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-ეკოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს. სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა დაიცვა 1995 წელს თემაზე: „მთიან რეგიონებში თოვლდაგროვების კანონზომიერებათა გლაციოლოგიური და ჰიდროლოგიური საფუძვლები (საქართველოს მაგალითზე)“. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ჰიდროლოგიური სექტორის უფროსი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ლექტორი. ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ვასილ ცომაია დაჯილდოებულია 13 მედლით. ნაშრომისათვის „კოლხეთის დაბლობი: ბუნებრივი პირობები და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტი“ მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, ხოლო მონოგრაფიისთვის „ამიერკავკასიის წყლის რესურსები“ გადაეცა სსრ სახელმწიფო ჰოდრომეტეოროლოგიის კომიტეტის ვ. გლუშკოვისა და ვ. ურივაევას სახელობის პრემია.
თხზულებები
- ჭაღარა კავკასიონის ახალგაზრდობის ხანა. თბ., 1985;
- ნაზღვლევი წყალდიდობები და წყალმოვარდნები საქართველოში (თანაავტორი). თბ., 2009.
რესურსები ინტერნეტში
- ვასილ ცომაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი