Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Intro | Georgian general | |
Places | Russia Georgia | |
was | Military leader | |
Work field | Military | |
Gender |
| |
Birth | 17 August 1864, Sasireti, Georgia | |
Death | 1929 (aged 64 years) | |
Star sign | Leo |
Biography
ვასილ ლიონიძე (დ. 17 აგვისტო, 1864 — გ. 1929) — ქართველი გენერალი.
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1885). პორუჩიკი (1889). შტაბს-კაპიტანი (1895). კაპიტანი (1898). პოდპოლკოვნიკი (1905). ბატალიონის მეთაური. პოლკოვნიკი (1911). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. ქვეითთა 118-ე სათადარიგო ბატალიონის უფროსი. კავკასიის მე-3 სასაზღვრო პოლკის უფროსი. 1916 წლიდან ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1916-1917 წლებში ქვეითთა 222-ე პოლკის უფროსი. გენერალი (1917). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენის, წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენის, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენის. 1918 წელს ქართულ ჯარშია. იყო სამხედრო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსი. 1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. ცხოვრობდა თბილისში.
ლიტერატურა
- ბახტაძე მ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 244, თბ., 2018 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- ვასილ ლიონიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი