Ulumia Batonishvili

fille de la deuxième épouse de Bagrat V de Géorgie
The basics

Quick Facts

Introfille de la deuxième épouse de Bagrat V de Géorgie
Gender
Female
Family
Mother:Anna of Trebizond, Queen of Georgia
Father:Bagrat V of Georgia
Siblings:Constantine I of Georgia
The details

Biography

ულუმპია ბატონიშვილი — ბაგრატ V-ის ასული მეორე მეუღლის, ანა კომნენოსისგან. გათხოვილი იყო სამეფოს ამირეჯიბზე, კახაბერ ჩიჯავაძეზე. შემორჩენილია მისი საბუთი (1399/1405), რომლითაც უკვე გარდაცვლილი მეუღლის მოსახსენებელ აღაპს ნიშნავს. დოკუმენტში ნათქვამია:

„ესე დაწერილი... [გ]კადრე... სუეტსა ღვთივ-აღმართებულსა... მე... დიდისა მეფეთ-მეფისა ბაგრატისა ასულმან და ყოველთა მეფეთა უწარჩინებულესისა მეფეთ-მეფისა გიორგის დამან ულუმპია და ჩემმან შვილმან საზუერელმან... შემოგწირეთ ჩიჯავაძის ამირეჯიბისა სულისა სააღაპოდ ხუედურეთს ბუკისძისეული მამული... და [თუ] თქვენ ქართლისა კათალიკოზმან ელიოზ კაცი დაასახლოთ ამას ბუკისძეულისა მამულსა ზედა, არავინ იყოს შემცილე, მეუნებლე მავნებელი და ყოვლისა საჩუენოისა საქმისა და საქუეყნოსა სათხოვარისაგან გამოსრული და განთავისუფლებული იყოს.“

ულუმპია ბატონიშვილს ჰყავდა ვაჟი, საზვერელ ჩიჯავაძე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონაზვნად აღკვეცილა და სწორედ მაშინ უწოდებიათ მისთვის ულუმპია.

ლიტერატურა

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 09 Aug 2019. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.