Tinatin Kaukhchishvili

Georgian philologist
The basics

Quick Facts

IntroGeorgian philologist
PlacesGeorgia Russia
wasPhilologist
Work fieldSocial science
Gender
Female
Birth10 May 1919, Tbilisi
Death2011Tbilisi (aged 91 years)
Family
Father:Simon Kaukhchishvili
The details

Biography

თინათინ ყაუხჩიშვილი (დ. 10 მაისი, 1919, თბილისი — გ. 2011, იქვე) — ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975), სიმონ ყაუხჩიშვილის შვილი.

ბიოგრაფია

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1945–1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1999 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.

მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა ბერძნულ ეპიგრაფიკას, ანტიკურ წყაროებს საქართველოს შესახებ, ასევე ანტიკურ ლიტერატურას, კერძოდ, ძველბერძნულ ენას. არის 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კითხულობდა ლექციებს ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.

არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975) და ღირსების ორდენის კავალერი (1999). ასევე მიღებული აქვს სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია (2008).

ლიტერატურა

  • ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 631, თბ., 1986 წელი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 09 Aug 2019. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.