Simon Nemanishvili

The basics

Quick Facts

PlacesRussia Georgia
wasGeographer
Work fieldScience
Gender
Male
Birth12 February 1911, Abanoeti, Ambrolauri Municipality, Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti, Georgia
Death6 September 1993 (aged 82 years)
Star signAquarius
Education
Tbilisi State University
The details

Biography

სიმონ ნემანიშვილი (დ. 12 თებერვალი, 1911 — გ. 6 სექტემბერი, 1993) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1954).

ბიოგრაფია

სიმონ ნემანიშვილმა დაამთავრა ქალაქ ონის პედაგოგიური ტექნიკუმი 1931 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციელობით 1939 წელს.

1931 წელს დანიშნეს ონის რაიონის სოფელ ზვარეთის არასრული საშუალო სკოლის მასწავლებლად, 1933–34 წლებში — დირექტორად; 1939–41 წლებში მუშაობდა ქალაქ გორის გეოგრაფიის მეთოდკაბინეტის ხელმძღვანელად; 1941–46 წლებში იყო საბჭოთა არმიაში; 1946 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ თბილისის 33-ე ქალთა საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ; 1948 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა; 1948–52 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში.

1956 წლიდან მუშაობას იწყებს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1954 წელს თემაზე: „ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილის გეომორფოლოგიისათვის“. მის სადისერტაციო ნაშრომში პირველად იქნა გაშუქებული რელიეფწარმომშობი ფაქტორების თავისებურება; გამოყოფილ იქნა ეროზიულ-დენუდაციური ზედაპირების საფეხურები და მათი გეომორფოლოგიური დახასიათება და გავრცელება.

სიმონ ნემანიშვილი ავტორია 60-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგანაც 50 გამოქვეყნებულია. ნაშრომების უმეტესი ნაწილი ეხება მდინარეთა და ზღვიური ტერასების მეცნიერულ გამოკვლევებს. ტერასების გავრცელების ზოგადი სურათი გადმოცემულია ქვეყნის გეოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინების ფონზე. შეიმუშავა მდინარეული ტერასების გენეტური კლასიფიკაციის ორიგინალური, ოთხწევრიანი სქემა.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 18 Aug 2023. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.