Simon Bagration-Mukhraneli

The basics

Quick Facts

A.K.A.Simonika Bagration-Mukhraneli
A.K.A.Simonika Bagration-Mukhraneli
PlacesRussia Georgia
wasMilitary personnel
Work fieldMilitary
Gender
Male
Birth1895
Death1923 (aged 28 years)
The details

Biography

სიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 1895 — გ. 1923), ქართველი ოფიცერი, 1918–1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული არმიის როტმისტრი, წმ. გიორგის ჯვრის კავალერი, ანტი-საბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე 1921–1923 წლებში.

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მამამისი, ლევან გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1863-1901) იყო მუხრანის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი; დედამისი, ანასტასია, კი წერეთლის ქალი. თვითონ სიმონიკამ იქორწინა ნინო ბაგრატიონ-დავითიშვილზე (1897-1969).

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ წევრი; მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საერთო-სახალხო გამოსვლების ორგანიზებაში. 1923 წელს დააპატიმრეს გენერალ კოტე აფხაზთან და სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს. სიმონ ბაგრატიონის მეუღლე მალე ციმბირში გადაასახლეს.

წყარო

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 25 Mar 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.