Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Intro | Georgian military officer |
Places | Georgia |
was | Military personnel |
Work field | Military |
Birth | 10 November 1932 |
Death | 1 March 2020 (aged 87 years) |
Star sign | Scorpio |
Biography
შოთა ვარლამის ძე გორგოძე (დ. 10 ნოემბერი, 1932, სოფ. ზედა ილემი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 მარტი, 2020) — ქართველი შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1988).
ბიოგრაფია
1950 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი. მუშაობდა ქარხანა „ელექტროგამშვებში“ საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, 1963–1965 წლებში საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად, 1965 წლიდან — შინაგან საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად, 1977–1986 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1986-1990 წლებში იყო შს მინისტრი, 1987–1990 წლებში — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1985–1990 — სპორტსაზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარე. 1994–2000 წლებში — საქართველოს შსს აკადემიის რექტორი. 2001 სექტემბრიდან თადარიგშია. არის პედაგოგიურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ინფორმატიკის აკადემიების წევრი. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2003).
ლიტერატურა
- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 104, თბ., 2012 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- შოთა გორგოძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი