Shalva Khutsishvili

Soviet geographer
The basics

Quick Facts

IntroSoviet geographer
PlacesRussia
wasGeographer
Work fieldScience
Gender
Male
Birth12 March 1921
Death19 January 1977 (aged 55 years)
Star signPisces
Education
Tbilisi State University
The details

Biography

შალვა ხუციშვილი (დ. 12 მარტი, 1921, სოფ. ხოვლე, კასპის რაიონი — გ. 19 იანვარი, 1977) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1969), დოცენტი (1972).

ბიოგრაფია

შალვა ხუციშვილი 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც 1941 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. მონაწილეობდა სევასტოპოლის დაცვაში, დაიჭრა და დაბრუნდა საქართველოში. 1945 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ეკონომ-გეოგრაფის სპეციალობით..

მუშაობა დაიწყო კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს საშუალო სკოლის დირექტორად და გეოგრაფიის მასწავლებლად; 1946 წელს სამუშაოდ გადმოვიდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი უფროს მასწავლებლად; 1949–51 წლებში პარალელურად მუშაობდა გორის პედაგოგიურ სასწავლებელში. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა საზოგადოება „ცოდნის“ ხაზით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1969 წელს თემაზე: „მეხილეობის განვითარების საფუძვლები შიდა ქართლში“.

ბიბლიოგრაფია

  • მოსავლიანი ვაშლის ბაღის მოვლა. თბილისი, საბჭ. საქართველო, 1973.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 25 Aug 2023. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.