Sergi Zhghenti

Georgian Linguist
The basics

Quick Facts

IntroGeorgian Linguist
A.K.A.ჟღენტი სერგი
A.K.A.ჟღენტი სერგი
PlacesGeorgia Russia
wasLinguist
Work fieldLiterature Social science
Gender
Male
Birth30 May 1912
Death11 October 1963Tbilisi (aged 51 years)
The details

Biography

სერგი მიხეილის ძე ჟღენტი (დ. 30 მაისი, 1912, ქვენობანი, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 11 ოქტომბერი, 1963, თბილისი) — ქართველი საბჭოთა ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1950).

ბიოგრაფია

სერგი ჟღენტი იყო ქართული ენის კათედრის გამგე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში 1937-1941 წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში 1950-1962 წლებში. განაგებდა იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურისა და ფონეტიკის თეორიულ საკითხებს. აღსანიშნავია მისი თანამედროვე ექსპერიმენტული მეთოდებით შესრულებული გამოკვლევები ქართველური ენების ფონეტიკაში. ჟღენტმა შეისწავლა ქართული სალიტერატურო ენის აქცენტუაცია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ლოგოპედიის დამკვიდრებასა და განვითარებაში.

ლიტერატურა

  • აბზიანიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 263, თბ., 1984 წელი.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.