Sawa

Georgian priest
The basics

Quick Facts

IntroGeorgian priest
PlacesGeorgia
isPriest
Work fieldReligion
Gender
Male
Religion:Orthodox christianity
Birth28 September 1966, Senaki, Georgia
Age58 years
Star signLibra
The details

Biography

მიტროპოლიტი საბა (ერისკაცობაში — ზაზა როინის ძე გიგიბერია; დ. 28 სექტემბერი, 1966, სენაკი, საქართველო) — ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი. რელიგიური ტურიზმის (სამომლოცველო) დეპარტამენტის თავმჯდომარე.

მეუფე საბამ 1991 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1990 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1991 წლის 14 ივნისის კი, ბერად აღიკვეცა. დიაკვნად 1992 წლის 12 იანვარს აკურთხეს, ხოლო მღვდლად - 1992 წლის 4 ოქტომბერს. 1994 წლის 25 ივნისს იღუმენის ხარისხში აიყვანეს, ხოლო არქიმანდრიტობა 1994 წლის 26 ოქტომბერს ებოძა. 1996 წლის 3 ნოემბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 2003 წლის 14 სექტემბერს კი ხონის მთავარეპისკოპოსი გახდა. 1997-2004 წლებში საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური განყოფილების თავმჯდომარე იყო, ხოლო 2004 წლის მაისიდან საქართველოს საპატრიარქოს გამწვანებისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2008 წლის 24 აპრილს ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი.

კათედრა ხონში, რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში

ანგელოზის დღე — 5 დეკემბერი (18).

იხილეთ აგრეთვე

  • საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს ეპარქიების მმართველები
საქართველოს ეპარქიების მმართველები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები
XX საუკუნე
XXI საუკუნე
XX საუკუნე
XXI საუკუნე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებები
The contents of this page are sourced from Wikipedia article on 01 Apr 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.