რუსუდან „რუსკა“ მაყაშვილი (დ. 27 ოქტომბერი, 1986) — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი.
დაიბადა მსახიობ თამარ მაყაშვილის ოჯახში. იგი ეკრანზე პირველად გამოჩნდა საქართველოს ბანკის 2010 წლის რეკლამაში, შემდეგ – „იმედზე“ გასულ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ასრულებს ანჩოს როლს. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერას დაუდო სათავე.
გარდა ამა თუ იმ ფილმისა, ნესტან-დარეჯანის როლში გადაღებული იქნა „ვეფხისტყაოსნის“ შესაძლო ეკრანიზაციის საცდელ კადრებში.
იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი. ასევე გაიმარჯვა სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“-ს მეორე სეზონში. მისი მეწყვილე იყო ოთო ფოლადაშვილი.
ფილმოგრაფია
- 2010: „რენე მიდის“ (მია) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
- 2010: „ოცნების ქალაქი“ (თინჩო) რეჟ. დავით იმედაშვილი
- 2011: „სიყვარულის ბალადა“ (ქეთა) რეჟ. ირაკლი კაკაბაძე
- 2011: „გული+“ (ეკა) რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე
- 2011: „ანოს და ვანოს თავგადასავალი“ (პეპი)
- 2014-2015: „ცელქი ბავშვები: ოპერაცია ახალი წელი“ (კლარა) (ქურდი)
- 2014: „გივი“ (ნია)
სერიალები
- „შუა ქალაქში“ (ელეონორა ჭკადუა) (კატო) რეჟ. გოჩა კორხელაური
- „გოგონა გარეუბნიდან“ (ანჩო ბურდული) რეჟისორები დავით გოგიჩაიშვილი, ირაკლი კაკაბაძე
რეკლამა
- საქართველოს ბანკი (ფიფქია)
ნათამაშები როლები
რუსთაველის თეატრი
- ფელისიენ მარსო „კვერცხი“ (ბერთულეს ქალიშვილი) რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- მაქს ფრიში „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“ (მეხანძრე) რეჟ. რობერტ სტურუა
- გიორგი მგელაძე „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება“ (ქეთუთა) რეჟ. გიორგი მგელაძე
- ირაკლი სამსონაძე, გიორგი თავაძე „დაბოლილი მთვარე“ (ქეთი) რეჟ. გიორგი თავაძე
- უილიამ შექსპირი „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ (მარია) რეჟ. რობერტ სტურუა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო