Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Biography
რობერტ ბარძიმაშვილი (დ. 17 იანვარი, 1934, ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის ფედერაცია — გ. 5 ივლისი, 2003, თბილისი, საქართველო) — ქართველი მუსიკოსი, ვოკალისტი, პედაგოგი. ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლების — „ორერას“ (1958–1975), „ვია 75-ის“ (1975–1984) და „ჯორჯიას“ (1985–1992) დაამარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სახალხო არტისტი.
ბიოგრაფია
რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა თბილისში, 1934 წლის 17 იანვარს. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1960 წელს. იგი როგორც მომღერალი, ინსტიტუტის ლექტორმა, ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ინოლა გურგულიამ აღმოაჩინა და საკუთარ ტრიოში ჩართო.
1958 წელს, სტუდენტობისას, რობერტმა უცხო ენათა ინსტიტუტის ვოკალური კვარტეტი დააარსა. იმ პერიოდში ადვილი არ იყო უცხოური სიმღერების რეპერტუარში შეტანა, თუმცა, სტუდენტებმა ეს მაინც მოახერხეს. ასე შეიქმნა ლეგენდარული „ორერა“, რომლის შოუ-პროგრამები არა მხოლოდ მუსიკით, არამედ დახვეწილი, მოდური სტილით, უცხოენოვანი რეპერტუარით, სცენაზე ლაღი ქცევითა და იმპროვიზაციით იყო გამორჩეული.
1975 წელს დატოვა „ორერა“ და შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია 75“, რომელმაც 1984 წლამდე იარსება. რობერტმა მუსიკალური სასწავლებლებიდან და კონსერვატორიიდან აიყვანა სრულიად უცნობი ახალგაზრდა მუსიკოსები. იმ დროისთვის მეტად პოპულარული იყო ჯაზ-როკი, რომელსაც ბარძიმაშვილმა ეროვნული ფოლკლორი მოარგო და ამგვარად მიიღო ერთგვარი „ქართული“ საესტრადო ჯაზ-როკი, რომელსაც საკმაოდ მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებდნენ ანსამბლის წევრები. „ვია 75“-ს არა მხოლოდ ახალგაზრდები, უფროსი თაობის ადამიანებიც სიამოვნებით უსმენდნენ და მანაც საკუთარი კვალი დატოვა ქართული საესტრადო მუსიკის ისტორიაში.
1985 წლიდან ხელმძღვანელობდა ჯგუფ „ჯორჯიას“ და ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ლახტს“. 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დააარსა სკოლა-სტუდია „ლახტი“.
გადაღებულია ფილმებში „წარსული ზაფხული“ (1959) და „ორერა, სრული სვლით!“ (1970).
გარდაიცვალა თბილისში 69 წლის ასაკში, 2003 წელს.
ფილმოგრაფია
- 1959: „წარსული ზაფხული“ () რეჟისორები: გენო წულაია, ნელი ნენოვა
- 1970: ორერა, სრული სვლით! რეჟ. ზაალ კაკაბაძე
ჯილდოები
- 1978 — თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი, ლაურეატი
- 1972 — სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი, ლაურეატი
- 1967 — საქართველოს დამსახურებული არტისტი
- საქართველოს სახალხო არტისტი
რესურსები ინტერნეტში
- რობერტ ბარძიმაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოარქივი
- ჟურნალისტ ლაშა გაბუნიას ინტერვიუ რობერტ ბარძიმაშვილთან
- ძველი ჰანგები · რობერტ ბარძიმაშვილი · Kino-teatr.RU · Sputnik
სქოლიო
- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — რობერტ ბარძიმაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
- ↑ არტინფო (14 აგვისტო, 2015). რობერტ ბარძიმაშვილის აუხდენელი ოცნება · რობერტ ბარძიმაშვილმა ქართულ ესტრადაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. მან საქართველოს ლეგენდარული ანსამბლები — „ორერა“, „ვია 75“ და „ჯორჯია“ აჩუქა. artinfo.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
- ↑ Ансамбль "ОРЭРА" · Ансамбль "Орэра", признанный лучшим музыкальным коллективом Грузии XX века, был организован в 1958 году. Изначально это было трио в составе: Роберт Бардзимашвили (клавишные, гитара, вокал, а также руководитель ансамбля с 1958 по 1975 год) Теймураз Давитая (гитара, вокал) и Зураб Яшвили (клавишные, гармоника), чуть позже к группе присоединился Вахтанг (Буба) Кикабидзе (ударные, вокал). intoclassics.net. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
- ↑ რობერტ ბარძიმაშვილი. ეროვნული ფილმოგრაფია. Geocinema.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
- ↑ გარდაიცვალა რობერტ ბარძიმაშვილი. 5 ივლისს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი და კომპოზიტორი რობერტ ბარძიმაშვილი. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. თბილისი, 6 ივლისი, 2003. სივილ ჯორჯია. civil.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
- ↑ ქართული აზრი (17 იანვარი, 2018). 17 იანვარს რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა. რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა თბილისში, 1934 წლის 17 იანვარს. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1960 წელს. qartuliazri.reportiori.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.