Noe Ukleba

Russian geographer
The basics

Quick Facts

IntroRussian geographer
PlacesRussia
wasGeographer
Work fieldScience
Gender
Male
Birth15 February 1906
Death16 July 1979 (aged 73 years)
Star signAquarius
Education
Tbilisi State University
The details

Biography

ნოე უკლება (დ. 15 თებერვალი, 1906 — გ. 16 ივლისი, 1979) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1950), დოცენტი (1954). ნოე უკლებამ შექმნა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ჰიდროლოგიის განხრით: „ზოგადი ჰიდროლოგია“ (1967) და „ჰიდრომეტრია“ (1972).

ბიოგრაფია

ნოე უკლებამ დაამთავრა ქუთაისის საშუალო სკოლა 1925 წელს და მუშაობა დაიწყო ჭიათურის მანგანუმის მაღაროებში. 1928–32 წლებში წითელი არმიის რიგებშია, ხოლო 1932 წლიდან პარტიულ სამუშაოზე. 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე. 1940–43 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი. 1946–50 წლებში მუშაობდა აგრეთვე, ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი ნაშრომი. მისი შრომების დიდი ნაწილი პრაქტიკული ხასიათისაა.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1950 წელს თემაზე: „მდინარე ენგურის აუზის ჰიდროლოგიისათვის“.

აღსანიშნავია ნოე უკლებას მონოგრაფია „საქართველოს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება სახალხო მეურნეობაში“, რომელშიც მოცემულია წყლის რესურსები და მისი გამოყენება სახალხო მეურნეობაში, საქართველოს ტერიტორიის დარაიონება მდინარეთა აუზების მიხდევით და წყლის რესურსების სანიტარული დაცვა. მოცემულია წყლის რესურსების სამეურნეო გამოყენების კომპლექსური მეთოდი გამოყენებითი გეოგრაფიის თვალსაზრისით. ეწეოდა სახელმძღვანელოების თარგმნას. მისი ინიციატივით მოეწყო სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის შექმნა მდინარე ვერეზე.

ბიბლიოგრაფია

  • საბჭოთა კავშირის წყლის მეურნეობა : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. თბ., 1958;
  • ზოგადი ჰიდროლოგია, : სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. თბ., 1967;
  • ჰიდრომეტრია : სახელმძღვ. გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. თბ., 1972;
  • საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება სახალხო მეურნეობაში. თბ., 1977.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 20 Aug 2023. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.