Mikheil Ghanishashvili

Georgian poet and writer
The basics

Quick Facts

IntroGeorgian poet and writer
A.K.A.Iltospireli
A.K.A.Iltospireli
PlacesGeorgia Russia
isPoet Writer Journalist
Work fieldJournalism Literature
Gender
Male
Birth24 May 1964
Age60 years
The details

Biography

მიხეილ ღანიშაშვილი, ილტოსპირელი (დ. 24 მაისი, 1964, ჭართალა, ახმეტის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1964 წლის 24 მაისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში (მდინარე ილტოს ხეობა). სწავლობდა ახმეტის II საშუალო სკოლაში. 1990წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ავტორია 8 პოეტური კრებულის. წერს ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, რომანებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია და ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის ნაშრომი. მისი ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებები თარგნილია რუსულ, გერმანულ, პოლონურ, იაპონურ, ჩინურ, ზემოალჟირულ და ჩეჩნურ ენებზე. სტუდენტობსას, 4 წლის მანძილზე, თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის ახლაგაზრდა მწერალთა წრეს, იყო ალმანახ "პირველი სხივის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამჟამად არის მის მიერვე დაარსებულ მწერალთა დამოუკიდებელ გაერთიანება, კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" თავმჯდომარე. 2015 წელს მიხეილ ღანიშაშვილი აკურთხეს პოეზიის იმპერატორად.

მიხეილ ღანიშაშვილის პოეტური კრებულებია:

  1. "ორი ნაპირი"(სევარიონ ნადირაძის თანაავტორობით)- 1989წელი
  2. "ერთი ლირიკული პოემა და ცამეტი ლექსი (თვითგამოცემა)- 1994 წელი
  3. "ბედისწერის ქიმზე" - 1999 წელი
  4. "იჩქერია" (ქართულ, რუსულ და ჩეჩნურ ენებზე)- 2002 წელი
  5. "აცამაზი" - 2004 წელი
  6. "კავკასიური პოემები" - 2006 წელი
  7. "გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი" - 2011 წელი
  8. "სულის ყვავილები" - 2012წელი
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.