Mariam Jorjadze

Russian geographer
The basics

Quick Facts

IntroRussian geographer
PlacesRussia
wasGeographer
Work fieldScience
Gender
Female
Birth28 August 1888, Sighnaghi, Sighnaghi Municipality, Kakheti, Georgia
Death5 May 1979Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia (aged 90 years)
Star signVirgo
Education
Tbilisi State University
The details

Biography

მარიამ სიმონის ასული ჯორჯაძე (დ. 28 აგვისტო, 1888 — გ. 5 მაისი, 1979) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიის მასწავლებელი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1948).

ბიოგრაფია

მარიამ ჯორჯაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური განყოფილება გეოგრაფიის მასწავლებლის სპეციალაობით 1917 წელს. მუშაობა დაიწყო გრემის (ყვარლის რაიონი) დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; 1919 წლიდან დაინიშნა იმავე სკოლის გამგედ; 1924–29 წლებში იყო ენისელის საბჭოს დეპუტატი; პარალელურად ბუნებისა და ძეგლთა დაცვის რწმუნებული ყვარლის რაიონში; 1928 წელს გადმოიყვანეს ქალაქ თბილისის მე-10 სკოლაში მასწავლებლად; 1938 წელს დაინიშნა ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ.

1930 წელს განსახკომის მიერ მივლინებულ იქნა მოსკოვსა და ლენინგრადში სასწავლო საქმიანობის შესასწავლად. ნახევარი საუკუნე მოღვაწეობდა პედაგოგად. გამოაქვეყნა რიგი მეთოდური და სხვა პედაგოგიური ხასიათის წერილები; მონაწილეობდა სახელმძღვანელოების შედგენაში; ერთდროულად საქმიანობდა მოსახლეობის წერა-კითხვის უცოდინარობისა და მცირე მცოდნეობის ლიკვიდაციისათვის; 1932–35 წლებში მიღებული ჰქონდა დამკვრელი მასწავლებლის წიგნაკი; დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით (1949) და სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით (1946). მინიჭებული აქვს მედალი „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ“. იყო ქალაქ თბილისის II, III და IV მოწვევის დეპუტატი.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 21 Aug 2023. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.