Mariam Didebulidze

The basics

Quick Facts

PlacesRussia Georgia
isHistorian Art historian Critic Art critic
Work fieldAcademia Arts Social science
Gender
Female
Birth28 May 1952
Age72 years
Star signGemini
Education
Tbilisi State Academy of Arts
The details

Biography

მარიამ დიდებულიძე (დ. 28 მაისი, 1952) — ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006).

1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

1974 წლიდან იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2009 წლიდან კი გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი. 1998 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1997 წლიდან არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის სარეაბილიტაციო პროექტების კოორდინატორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროა შუა საუკუნეების ფერწერა. ავტორია მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა. მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონკურსებში. თბილისის სასულიერო აკადემიაში ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე მიჰყავს ბიზანტიური მხატვრობის ისტორიის კურსი, თბილისის სამხატვრო აკადემიაში — შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის კურსი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ფერწერული ანსამბლის მხატვრული სახე (XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული კედლის მხატვრობის მიმართება ბიზანტიურ ფერწერასთან)“, დაიცვა 2006 წელს.

რესურსები ინტერნეტში

  • მარიამ დიდებულიძე, საჯარო ლექცია: „ქართული შუა საუკუნეების კედლის მხატვრობა ბიზანტიური და აღმოსავლეთქრისტიანული ხელოვნების კონტექსტში: XIII ს.-ის ყინცვისის ეკლესიის მოხატულობა, როგორც კულტურული ურთიერთკავშირის ნიმუში“ 18 May 2021, Georgian Project Lecture Series: Aesthetics, Art, and Architecture in the Caucasus Lecture Series organized by Kunsthistorisches Institut in Florenz – Max-Planck-Institut in cooperation with the George Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation.
The contents of this page are sourced from Wikipedia article on 30 Nov 2023. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.