Manana Matiashvili

Georgian writer and translator
The basics

Quick Facts

IntroGeorgian writer and translator
PlacesGeorgia
isTranslator Writer Lecturer
Work fieldAcademia Literature
Gender
Female
Birth30 November 1978, Tbilisi
Age46 years
The details

Biography

მანანა მათიაშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი და მეცნიერი.

ბიოგრაფია

მანანა მათიაშვილი დაიბადა თბილისში 1978 წლის 30 ნოემბერს.

2000 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ლიტერატურული ურთიერთობა და მხატვრული თარგმანი, 2002 წელს - მაგისტრატურა, 2006 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ინგლისური, ნორვეგიული და რუსული ენებიდან თარგმნის პოეზიას, სამეცნიერო ლიტერატურას, პიესებსა და საბავშვო ნაწარმოებებს. ამასთან ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნილი აქვს მარიამ წიკლაურის ლექსი „ერთხელ...“, რომელიც დაიბეჭდა ხელოვნებისა და ლიტერატურის ჟურნალ MASQUE & SPECTACLE-ს 2017 წლის 1 ივნისის ნომერში.

კითხულობს ლექციების კურსს „თარგმანის თეორიის საფუძვლები“ კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში. ასევე მუშაობს თარგმანის თეორიაში.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

თარგმანები

  • XIV-XV საუკუნეების იტალიური პოეზია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1998 წ. (თანაავტორობით).
  • ალექსანდრე პუშკინის ლექსები (თარგმანი რუსულიდან); თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1999 წ. (თანაავტორობით).
  • ჯონ ფოსეს პიესა „ჩვენ არასდროს დავშორდებით“ (თარგმანი ნორვეგიულიდან); კრებული „თანამედროვე ევროპული დრამატურგია“, თბ. 2004
  • კნუტ ჰამსუნი, მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში. კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი (თარგმანი ნორვეგიულიდან), თბ. გამომცემლობა „ლიტერა“, 2010
  • „ადამიანი“ — ლიტერატურული და მონოგრაფიული წერილების კრებული; რუსთავი, 2007 (თანაავტორობით).
  • ელიზაბეტ ბიშოპი, ლექსები (თარგმანი ინგლისურიდან), „დიოგენე“, თბ., 2010 (თანაავტორობით).
  • სარა კეინის პიესა „აფეთქებული“ (თარგმანი ინგლისურიდან). წაკითხულ იქნა სამეფო უბნის თეატრში 2014 წლის 24 დეკემბერს.
  • იან ერიკ ვოლდის ლექსები და სტატია ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ (თარგმანი ნორვეგიულიდან); ჟურნალი „ახალი საუნჯე“ #9, 2014.
  • სტაინ მერენის ლექსები და სტატია ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ (თარგმანი ნორვეგიულიდან); ჟურნალი „ახალი საუნჯე“ #5, 2015.
  • კიმბერლი ჯონსონის ლექსები (თარგმანი ინგლისურიდან); ჟურნალი „ახალი საუნჯე“ #4, 2015.
  • ოსბორნის გამომცემლობის გზამკვლევი ტურისტებისათვის ძველ რომში (თარგმანი ინგლისურიდან); ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბ., 2016 წ.
  • ანიმალიუმი - ცხოველების მუზეუმი (თარგმანი ინგლისურიდან); ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ. 2015 წ.

    პრემიები და ჯილდოები

    • ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებული, 2010
    • მესამე პრემია უცხოური პიესის საუკეთესო თარგმანისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის კონკურსზე, 2011

    სქოლიო

    The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.