Mamia Varshanidze

Georgian poet
The basics

Quick Facts

IntroGeorgian poet
PlacesGeorgia Russia
wasWriter Poet Prosaist
Work fieldLiterature
Gender
Male
Birth15 December 1916
Death29 March 1998Batumi (aged 81 years)
The details

Biography

მამია ომერის ძე ვარშანიძე (დ. 15 დეკემბერი, 1916, ურეხი, ბათუმის ოლქი — გ. 29 მარტი, 1998, ბათუმი, საქართველო) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

ბიოგრაფია

მამია ვარშანიძე დაიბადა 1916 წლის 15 დეკემბერს, ბათუმის ოლქის სოფელ ურეხში (ამჟამინდელი ქალაქი ბათუმი). მამია 7 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, მისი აღზრდა ბიძებმა ითავეს. სკოლის ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ მამია მწვანე კონცხზე მდებარე ტექნიკუმში ჩაირიცხა. 1954 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მისი პირველი ლექსი „დილა“ 1933 წელს დაიბეჭდა. ამ პერიოდში ის უკვე აქტიურად აქვეყნებს ლექსებს საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში, 1935 წელს მამია ვარშანიძე საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ხდება, ხოლო სამამულო ომის დაწყების პირველი დღეებიდან ჩრდილო-კავკასიის ფრონტზე იბრძვის. ომის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე.

1946 წელს გამოდის მისი პირველი პოეტური კრებული „მებრძოლის სიმღერები“, ამას მოჰყვა პოემა: „ხიხანის არწივები“, რის შესახებაც თვითონ პოეტი წერდა: „ხიხანის არწივები“ ჩემს საუნჯედ მიმიჩნევია, ეს ხომ სამხრეთ საქართველოს მკვიდრთა, აჭარელთა სულის ეპოპეაა და არაერთი პიროვნების აპოლოგია. „ხიხანის არწივები“ ძველი აჭარაა, დღევანდელი და მომავალი აჭარაა, ამ პოემის მაცოცხლებელი დედაძარღვი ეროვნულ-პატრიოტული, რაინდული სულისკვეთებაა, ეს ღვთიური თვისება ჩვენს წინაპრებს, ვინ იცის, რა დროიდან მოსდგამთ“.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.