Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Places | Russia Georgia | |||
was | Geographer | |||
Work field | Science | |||
Gender |
| |||
Birth | 1 January 1915 | |||
Death | 8 May 2002 (aged 87 years) | |||
Star sign | Capricorn | |||
Education |
|
Biography
კუკური მგელაძე (დ. 1 იანვარი, 1915 — გ. 8 მაისი, 2002) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1955), დოცენტი (1962). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სოხუმის ფილიალის თავმჯდომარე (1956-1986). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლის დამსახურებული მუშაკი.
ბიოგრაფია
კუკური მგელაძემ დაამთავრა საზღვაო ტექნიკუმი 1935 წელს და მუშაობა დაიწყო ქალაქ ბაქოს გემსარემონტო ქარხანაში ჰიდროტექნიკოსად; 1936–37 წლებში იყო ქალაქ სოხუმის სამშენებლო ტრესტის ტექნიკოსი; 1937–38 წლებში იმყოფებოდა წითელი არმიის რიგებში; 1938 წელს ჩაირიცხა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში; 1942 წელს ტყვედ ჩავარდა და მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იმყოფებოდა 1945 წლამდე; 1947 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი და დატოვებულ იქნა კათედრაზე ასისტენტად.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1955 წელს თემაზე: „მთიანი აფხაზეთის ცენტრალური ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“. პროფესორ ბორის დობრინინის ხელმძღვანელობით ჩაატარა სამეცნიერო ექსპედიციები აფხაზეთის ტერიტორიაზე. 1962–74 წლებში იყო სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში მოცემულია აფხაზეთის მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები, ფიზიკური გეოგრაფიისა და ლანდშაფტმცოდნეობის თეორიული საკითხები. კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში, ტოპოგრაფია-კარტოგრაფიაში, საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში, ლანდშაფტმცოდნეობასა და ბიოგეოგრაფიაში.
იყო ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო სიგელები.
ბიბლიოგრაფია
- ბუნებისმცოდნეობის საფუძვლები (თანაავტორი). თბილისი, განათლება, 1986;
- ბიოგეოგრაფია. თბილისი, განათლება, 1983;
- Природа Абхазии (თანაავტორი). Сухуми, Абгиз, 1961.