Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Biography
კონსტანტინე (კოტე) ზურაბის ძე ქავთარაძე (დ. 1879, თბილისი, – გ. 22 იანვარი, 1941, ლენინგრადი, ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარი-რესტავრატორი.
სწავლობდა თბილისში ჰენრიხ ჰრინევსკისთან (1897–1900), შემდეგ ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიური საზოგადოების სკოლაში (პედაგოგები: გიგო გაბაშვილი, ოსკარ შმერლინგი; 1900–1902), ლუდვიგ ლონგოს სტუდიაში (1902–1904). შემდეგ მონაცვლეობით ცხოვრობდა თბილისსა და პეტერბურგში, სადაც საბოლოოდ 1917 წელს დამკვიდრდა. 1911 წლიდან მონაწილეობდა თბილისში გამართულ სხვადასხვა გამოფენაში. მის ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია საქართველოს მცხოვრებთა ტიპაჟების, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტები, ეთნოგრაფიული ჩანახატები, პეიზაჟები; ქმნიდა ილუსტრაციებს თბილისისა და პეტერბურგის ჟურნალ-გაზეთებისთვის. 1920-იან წლებიდან 1934 წლამდე რუსული მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილების ამიერკავკასიის ხალხთა ყოფის ნივთების რესტავრატორი, 1934–1941 — საბჭოთა კავშირის ხალხთა ეთნოგრაფიის მუზეუმის მხატვარ-რესტავრატორი.