Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Intro | Georgian writer | |
Places | Georgia Russia | |
was | Writer | |
Work field | Literature | |
Gender |
| |
Birth | 5 May 1889, Abasha | |
Death | 10 December 1952 (aged 63 years) |
Biography
კონსტანტინე კაპანელი (ნამდვილი სახელი: კონსტანტინე ჭანტურაია) (დ. 5 მაისი, 1889, კაპანა — გ. 10 დეკემბერი, 1952) — ქართველი მწერალი.
დაამთავრა საფრანგეთის გრენობლის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი. მუშაობდა ქუთაისის და ბათუმის სასწავლებლებში; 1923 წლიდან თბილისის კონსერვატორიასა და ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში; 1929 წლიდან მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს ქართული ხელოვნების შესახებ; 1931 წელს დანიშნეს თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგედ; 1931–1933 წლებში იყო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; თავდაპირველად ნაწარმოებებს წერდა რუსულ ენაზე; მისი პირველი ნაშრომი დაიბეჭდა გაზეთ „ზაკავკაზსკაია რეჩში“ სათაურით „Идея страдания в грузинской литературе“; ცალკე წიგნად აქვს გამოცემული შემდეგი ნაწარმოებები: „სული და იდეა“ (1923), „სოციალური ესთეტიკის საფუძვლები“ (1925), „ქართული სული ესთეტიურ სახეებში“ (1926), „ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი“ (1928).
რესურსები ინტერნეტში
- ბიოგრაფიული ლექსიკონი — კონსტანტინე კაპანელი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა