Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Intro | Russian Empire politician | |
Places | Russia | |
was | Politician | |
Work field | Politics | |
Gender |
| |
Birth | 14 May 1883, Samtredia, Georgia | |
Death | 11 October 1958Lausanne, Switzerland (aged 75 years) | |
Star sign | Taurus | |
Politics: | Social Democratic Labour Party Of Georgia |
Biography
კონსტანტინე (კოწია) კანდელაკი (დ. 14 მაისი, 1883, დაბა სამტრედია, ქუთაისის მაზრა — გ. 11 ოქტომბერი, 1958, შვეიცარია) — ქართველი პოლიტიკოსი, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი.
ბიოგრაფია
სოციალ-დემოკრატი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი დაიბადა 1883 წელს, სამტრედიაში. იგი პლატონ კანდელაკისა და ნატალია ქაჯაიას უფროსი შვილია. 1890-იან წლებში სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში. შემდეგ მოსკოვში დაამთავრა უმაღლესი კომერციული სასწავლებელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა, გახდა საქართველოს კოოპერატიული მოძრაობის ლიდერი. 1909 წელს თბილისში გამოიცა მისი პირველი წიგნი – „კოოპერაცია, თეორია, ისტორია და პრაქტიკა”. 1914 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე კანდელაკის მეორე წიგნი – „ანგარიშთა და საქმეთა წარმოება წვრილ კრედიტის საკოოპერაციო დაწესებულებაში“.
კონსტანტინე კანდელაკი ჯერ ფინანსთა და ვაჭრობა–მრეწველობის მინისტრის, გიორგი ჟურულის მოადგილე იყო, 1919 წლის 21 მარტიდან კი იგი უკვე მინისტრია. მის სახელს უკავშირდება ქართული ფულის ერთეულის გამოშვება. ეროვნული ვალუტის შექმნისთვის მზადება, მისი უშუალო მონაწილეობით, ჯერ კიდევ 1918 წლის მაისის მიწურულიდან დაიწყო. 1918 წლის ივნისში დაარსდა „ქართული ფულის ფონდი“. ფულის ნიშნების შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა მხატვარ იოსებ შარლემანის ესკიზებმა. 1919 წლის ივლისში გამოშვებულ ქართულ ბონებს სწორედ ისინი დაედო საფუძვლად. ქართული ფულის ერთეულის განმტკიცებისათვის საჭირო იყო რომელიმე ევროპული ქვეყნიდან კრედიტის აღება. კონსტანტინე კანდელაკმა ამ მიზნით იმოგზაურა ევროპაში და საქართველოსთვის კრედიტი ინგლისიდან მოიპოვა.
1921 წლის მარტიდან, დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, კონსტანტინე კანდელაკი ეროვნული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. პირველ ხანებში იგი სტამბულში დარჩა, რადგან დაინიშნა სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელად. განაგებდა მთავრობის მიერ საქართველოდან გატანილ ქონებას, მეთვალყურეობას უწევდა ლტოლვილთა კომისიას. მოგვიანებით საფრანგეთში გადავიდა.
უცხოეთში კონსტანტინე კანდელაკი ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ემიგრაციის პერიოდულ ორგანოებში – „ბრძოლა“, „ბრძოლის ხმა“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „ჩვენი დროშა“ – გამოქვეყნებულია მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის წერილები. მაგრამ იგი არ შემოფარგლულა მხოლოდ ჟურნალ–გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით. მას, როგორც მეცნიერსა და ეკონომიკის თეორეტიკოსს, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რომლებიც როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე გლობალურ თემებს ეძღვნება:
- „რას ამბობენ ფაქტები“ (საქართველოს ეკონომიურ ცხოვრებიდან), პარიზი, 1927
- „ეკონომიური კრიზისი“, პარიზი, 1932
- „საქართველოს ეროვნული მეურნეობა“, წ. 1: ტერიტორია და მოსახლეობა, პარიზი, 1935. ეს ნაშრომი წარმოადგენს მეცნიერის მიერ „საფრანგეთში მყოფ ქართველ სტუდენტთა ასოციაციის“ წრეში წაკითხული ლექციების ერთ ნაწილს. ამ მონოგრაფიის მეორე წიგნი –„დამოუკიდებელი საქართველო. მისი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა“ გამოიცა ავტორის სიკვდილის შემდეგ, 1960 წელს, პარიზში.
გარდა წმინდა ეკონომიკური ხასიათის შრომებისა კონსტანტინე კანდელაკს ეკუთვნის მეტად მნიშვნელოვანი ისტორიულ–პოლიტიკური შინაარსის მქონე ინგლისურენოვანი ფუნდამენტური გამოკვლევა „The Georgian Question before The Free World“ - „ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე“. წიგნი პირველად 1953 წელს პარიზში გამოიცა და საქართველოს ისტორიის ისეთ უმნიშვნელოვანეს პერიოდებს ასახავს, როგორიცაა 1921 წელს საბჭოთა არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის დატოვება, ემიგრირებულთა შემდგომი ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობა უცხოეთში. 2012 წელს კონსტანტინე კანდელაკის ეს ნაშრომი ქართულ ენაზე გამოიცა თბილისში. წიგნში ასახული დოკუმენტური მასალა წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საკითხთან დაკავშირებული ფაქტების, პუბლიკაციების, მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმული სიტყვების, საერთაშორისო კონფერენციებისა და ერთა ლიგის მიერ მიღებული რეზოლუციების კომპილაციას.
კონსტანტინე კანდელაკი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. იგი იყო საქართველოს პირველი მთავრობის არქივის შემნახველი სამთავრობო კომისიის წევრი, რომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორიც შედიოდნენ; მონაწილეობდა „ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა ასოციაციის“ სხდომებში; კითხულობდა ლექციებს ქართველთა კოლონიებში; გაწევრიანებული იყო 1929 წელს აკ. ჩხენკელის ინიციატივით შექმნილ „ტუბერკულოზით ავადმყოფ ქართველთა დამხმარე კომიტეტში“, რომელიც შემოწირულობებისა და საქველმოქმედო საღამოების მეშვეობით შეკრებილი თანხით ეხმარებოდა დაავადებულ ემიგრანტებს; კანდელაკი იყო 1952 წელს დაარსებული რადიო „თავისუფლების” ერთ–ერთი პირველი დიქტორი, გრიგოლ რობაქიძესთან, ვიქტორ ნოზაძესთან, მიხაკო წერეთელთან, ნოე ჟორდანიასა და აკაკი ჩხენკელთან ერთად.
აღსანიშნავია კონსტანტინე კანდელაკის ღვაწლი ქართველი ებრაელების გადარჩენაში საფრანგეთის ნაცისტური ოკუპაციის დროს. ის ადგენდა შესაბამის დოკუმენტებს გადახვეწილობაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილობით, რისი მეშვეობითაც საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაიხსნა არა მარტო ქართველი, არამედ სხვა ერებთან მიკედლებული ებრაელებიც.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება კონსტანტინე კანდელაკის მიმოწერა რაჟდენ არსენიძესთან, ალექსანდრე (სანდრო) კორძაიასთან, აკაკი პაპავასა და პავლე სარჯველაძესთან. წერილების შინაარსი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საქმიანობის 1956–1958 წლებს შორის პერიოდს შეეხება. მიმოწერის გეოგრაფიული არეალია პარიზი –მიუნხენი და პარიზი – ბუენოს აირესი. წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ ქართველი ემიგრანტები მათი უკვე ხანდაზმული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ აქტიურად არიან ჩაბმული მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში. მიმოწერის ავტორები ქართული ემიგრაციის ამოცანებზე მსჯელობისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ემიგრაციამ საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიურად უნდა გააცნოს საქართველოს საკითხი, რათა მეტი მხარდამჭერი და დამცველი ჰყავდეს იმ წრეში, რომელსაც სამომავლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტა ხელეწიფება.
ან. ჟორჟოლიანი ახასიათებს მას:
„კონსტანტინე კანდელაკს ჰქონდა დიდი ადამიანის საუკეთესო თვისებები: იყო მოვალეობის კაცი, განათლებული, შეგნებული, ცნობისმოყვარე, ნიჭიერი, პატრიოტი, გულწრფელი, პატიოსანი, ერთგული, მიუდგომელი, მომთმენი, თავმდაბალი, დინჯი და მასთან – რაც წარმოადგენს ადამიანის კარგ თვისებას – მხიარული და ხუმარაც... კოწია იყო ზედმიწევნით სასიამოვნო პიროვნება – მან არ იცოდა თუ რა იყო შური, სიძულვილი, ადამიანის ლანძღვა ან ვინმეს დამცირება. პატივით ეპყრობოდა ყველას, მათში მის მოწინააღმდეგეთ. იყო საუკეთესო მეგობარი და კარგი ამხანაგი“
ღვაწლმოსილი მეცნიერი გარდაიცვალა 1958 წლის 11 ოქტომბერს, შვეიცარიაში (ლოზანაში), სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ნეშტი გადმოასვენეს ლევილში, საფრანგეთი, და 18 ოქტომბერს იქვე დაკრძალეს, როგორც ქართველი, ისე უცხოელების დიდძალი საზოგადოების თანდასწრებით.
კონსტანტინე კანდელაკის უმცროსი ძმა იყო სიმონ კანდელაკი (1887 –1946), გამოჩენილი ტროპიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1913 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნდა რომში, ლონდონში, პარიზსა და ჰამბურგში. იგი იყო ტროპიკულ სნეულებათა მუზეუმისა და ტროპიკულ ავადმყოფობათა საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო დაწესებულებების ორგანიზატორი თბილისში და საერთოდ საქართველოში, სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904)
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918)
- საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919)
ბიბლიოგრაფია
- კანდელაკი, კონსტანტინე. ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე : (აქტები - დოკუმენტები - მტკიცებულებები)/მთარგმნ. ვერონიკა შნაიდერი. - თბ., 2012. - 1953 წლის რეპრინტული გამოცემა.
- გ.შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 2, – თბ., 1993. –გვ. 77-97.
- კანდელაკი კონსტანტინე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.112-113.
- მურისიძე, შორენა. კონსტანტინე კანდელაკის მიმოწერა // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი / - თბილისი, 2013. - N1 (4). - გვ.50-70.
რესურსები ინტერნეტში
- კონსტანტინე კანდელაკის ბიოგრაფია
- კონსტანტინე კანდელაკი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
მთავრობის თავმჯდომარე |
| |||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის | ||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||
მთავრობის თავმჯდომარე |
| |||||||||||||||||||||||||||||
შინაგან საქმეთა მინისტრი | ||||||||||||||||||||||||||||||
საგარეო საქმეთა მინისტრი | ||||||||||||||||||||||||||||||
სამხედრო საქმეთა მინისტრი | ||||||||||||||||||||||||||||||
ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი | ||||||||||||||||||||||||||||||
იუსტიციის მინისტრი | ||||||||||||||||||||||||||||||
სახალხო განათლების მინისტრი | ||||||||||||||||||||||||||||||
გზათა და კავშირგაბმულობის მინისტრი | ||||||||||||||||||||||||||||||
მიწათმოქმედების მინისტრი | ||||||||||||||||||||||||||||||
შრომისა და მომარეგების მინისტრი | ||||||||||||||||||||||||||||||

შრომისა და მომარეგების მინისტრი |
საქართველოს დამფუძნებელი კრების | ||
---|---|---|
საქართველოს დამფუძნებელი კრების | ||
ჰაიდარ აბაშიძე · კონსტანტინე ანდრონიკაშვილი · გიორგი ანჯაფარიძე · რაჟდენ არსენიძე · რუბენ აუშტროვი · სვიმონ ახმეტელაშვილი · ვლადიმერ ახმეტელი · ილია ბადრიძე · ვასილ ბაკურაძე · პავლე ბერიშვილი · ერიკ ბერნშტეინი · პავლე ბიული · გიორგი გაგლოევი · ევგენი გეგეჭკორი · პეტრე გელეიშვილი · გიორგი გვაზავა · თავაზ-ყადირ გვარამაძე · კონსტანტინე გვარჯალაძე · ივანე გომართელი · დიმიტრი გონაშვილი · ზაქარია გურული · ვასილ გურჯუა · მოსე დავარაშვილი · ალექსანდრე დგებუაძე · ნიკოლოზ ელიავა · იოსებ ელიგულაშვილი · არზაყან ემუხვარი · გიორგი ერაძე · სოლომონ ვადაჭკორია · მკრტიჩ ვარდოიანცი · დიმიტრი ზახაროვი · ვიქტორ თევზაია · სარდიონ თევზაძე · დიომიდე თოფურიძე · იოსებ ირემაშვილი · კონსტანტინე კანდელაკი · ნიკოლოზ კაციაშვილი · იოსებ კვარაცხელია · თედორე კიკვაძე · ლავროსი კიღურაძე · მიხეილ კოვალიოვი · ალექსანდრე ლომთათიძე · ფილიპე ლორია · ანდრეი ლოსკუტოვი · ჰუსეინ მამედოვი · იოსებ მაჭავარიანი · გერასიმე მახარაძე · ვლასა მგელაძე · ოსმან მიქელაძე · გიორგი მურვანიძე · ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე · ლევან ნათაძე · ვასილ ნოდია · დავით ონიაშვილი · ნოე ჟორდანია · ლეონტი ჟღენტი · ისიდორე რამიშვილი · ნოე რამიშვილი · მელიტონ რუსია · ლევან რუხაძე · კონსტანტინე საბახტარაშვილი · იოსებ სალაყაია · ანანია სალუქვაძე · ერმალოზ სირბილაძე · ანა (ოლა) სოლოღაშვილი · სიმონ სურგულაძე · ივანე ტატიშვილი · ელეონორა ტერ-ფარსეგოვა · მინადორა ორჯონიკიძე · გრიგოლ ურატაძე · კონსტანტინე ფანიევი · ალექსანდრე ფარნიევი · გიორგი ფაღავა · იოანის ფაშალიდისი · ნიკოლოზ ქუმსიაშვილი · რუბენ ყიფიანი · დავით შარაშიძე · ქრისტინე შარაშიძე · ყადირ შერვაშიძე · გერასიმე შევჩუკი · ვარლამ შერვაშიძე · ალექსანდრე ჩიქავა · რაფიელ ჩიხლაძე · დავით ჩხეიძე · ნიკოლოზ ჩხეიძე · აკაკი ჩხენკელი · ბენიამინ ჩხიკვიშვილი · ვასილ ცაბაძე · გრიგოლ ცინცაბაძე · გიორგი ცინცაძე · ნოე ცინცაძე · გაბრიელ ცისკარიშვილი · ბარნაბა ძველაია · ირაკლი წერეთელი · პავლე წულაია · ვასილ წულაძე · ივანე ჭავჭანიძე · ანდრია ჭიაბრიშვილი · ნოე ხომერიკი · კონსტანტინე ჯაფარიძე · სერგი ჯაფარიძე · ვლადიმერ ჯიბლაძე · სილიბისტრო ჯიბლაძე · ვალერიან ჯუღელი | ||
გრიგოლ გიორგაძე · ნიკიფორე იმნაიშვილი · ერმალოზ კალაძე · ილია კოპალეიშვილი · კირილე ნინიძე · პავლე საყვარელიძე · აპოლონ სულაქველიძე · ილია ფირცხალაიშვილი · თეიმურაზ ჭელიძე · მუხრან ხოჭოლავა | ||
შალვა ალექსი-მესხიშვილი · იესე ბარათაშვილი · იოსებ გედევანიშვილი · სამსონ დადიანი · გიორგი ლასხიშვილი · სიმონ მდივანი · შალვა ნუცუბიძე · გრიგოლ რცხილაძე · სამსონ ფირცხალავა · თევდორე ღლონტი | ||
შალვა ამირეჯიბი · ალექსანდრე ასათიანი · ექვთიმე თაყაიშვილი · რაფიელ ივანიცკი-ინგილო · სპირიდონ კედია · იოსებ მაჭავარიანი · ნიკოლოზ ნიკოლაძე · პეტრე სურგულაძე | ||
ივანე გობეჩია · იოსებ გობეჩია · ივანე ლორთქიფანიძე · გრიგოლ ნათაძე · ილია ნუცუბიძე · ლეო შენგელაია | ||
ტიგრან ავეტისიანი · დავით დავითხანიანი · ზორი ზორიანცი · გარეგინ ტერ-სტეფანიანი | ||
გრიგოლ ვეშაპელი · შალვა ქარუმიძე | ||
გერონტი ქიქოძე | ||

გერონტი ქიქოძე |