Jan z Zedazeni

The basics

Quick Facts

Gender
Male
The details

Biography

იოანე ზედაზნელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 7 (20) მაისი,). ზედაზნის მთაზე დააარსა ზედაზნის მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ იყო. დასაფლავებულია მონასტრის მთავარ ტაძარში.

ცხოვრება

თავდაპირველად, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ანტიოქიაში კაბადოკიის უდაბნოში. ქართლში ის თავის მოწაფეებთან ერთად VI საუკუნის შუა წლებში მოვიდა. გადმოცემის მიხედვით წმინდა მამებს წინ ფარსმან მეფე და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულით მიეგებნენ. იოანე ზედაზნელი ჯერ მცხეთაში ცხოვრობდა, შემდეგ მცხეთის მახლობლად, მდინარე არაგვის გაღმა, ზედაზნის მთაზე ააშენა მონასტერი, საიდანაც თავისი მოწაფეები დაგზავნა ქართლისა და კახეთის მხარეებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად და გასავრცელებლად, ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად.

იოანე ზედაზნელს საქართველოში მოსვლიდანვე დახმარებასა და მფარველობას უწევდა ქართლის კათოლიკოსი ევლალე. იოანე ზედაზნელის მოღვაწეობა აუწერიათ VI-VII საუკუნეებში, მაგრამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. X საუკუნეში მისი ცხოვრება აღწერა კათოლიკოსმა არსენ II-მ, რომელსაც გამოუყენებია ძველი ტექსტი. მის შესახებ ცნობებს შეიცავს შიო მღვიმელის მეტაფრასული „ცხოვრებაც“.

ხსენების დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ზედაზნელის ხსენების დღეს 20 მაისს [ძვ. სტ. 7 მაისი] აღნიშნავს.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 189, თბ., 1980 წელი.
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 3-10
ასურელი მამები
ასურელი მამები
ასურელი მამები
ეკლესია-მონასტრები
ასურელი მამები
ეკლესია-მონასტრები
The contents of this page are sourced from Wikipedia article on 24 Mar 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.