Irakli Anthelava

Georgian Historian
The basics

Quick Facts

IntroGeorgian Historian
PlacesGeorgia
wasAcademic Historian
Work fieldEducation Social science
Gender
Male
Birth21 February 1912
Death17 March 1978 (aged 66 years)
Star signPisces
The details

Biography

ირაკლი გიორგის ძე ანთელავა (დ. 21 თებერვალი, 1912, სოფელი ყულიშკარი, ზუგდიდის რაიონი — გ. 17 მარტი, 1978, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. საქართველოს (1966) და აფხაზეთის (1961) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956).

ბიოგრაფია

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი და 1936 წელს ლენინგრადის ფინანსურ-ეკონომიკური ინსტიტუტი. 1938-1956 წლებში მუშაობდა დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში. 1938-1954 წლებში შეთავსებით — მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სსრკ ისტორიის კათედრაზე (1942 წლიდან გამგედ). 1865 წლიდან — ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. საქართველოს ახალი ისტორიის ინსტიტუტის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1957 წლიდან — გამგედ. 1958 წლიდან შეთავსებით არის თსუ სსრკ ისტორიის კათედრის პროფესორი. ანთელავა მუშაობს XVII-XIX საუკუნეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, ფეოდალური ურთიერთობის რღვევისა და კაპიტალიზმის გენეზისის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე. ანთელავას ნაშრომს „სახელმწიფო გლეხები XIX საუკუნის საქართველოში“ (სოხუმი, 1955, ტ. 1-2, თბ., 1962-1969, რუსულ ენაზე) მიენიჭა აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის პრემია (1970).

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 458.
  • ირაკლი ანთელავა (ცხოვრება და შემოქმედება), თბილისი, 1979.
  • ო. ჟორდანია. ანთელავა ირაკლი გიორგის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 157.

რესურზები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 06 Apr 2024. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.