Iliko Kurkhuli

Georgian itinerant musician
The basics

Quick Facts

IntroGeorgian itinerant musician
PlacesGeorgia
wasMusician
Work fieldMusic
Gender
Male
Birth7 April 1885
Death24 September 1954 (aged 69 years)
Star signAries
The details

Biography

ილიკო (ილია) პეტრეს ძე ქურხული (დ. 7 აპრილი , 1885, თბილისი ― გ. 24 სექტემბერი, 1954, თბილისი) — ქართველი მოხეტიალე მუსიკოსი (მევიოლინე, მესტვირე, მომღერალი).

ბიოგრაფია

1904–1906 სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ვიოლინოს სპეციალობით (ხელმძღვანელი ბ. სიბორი). აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკური სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პატარა პიესებს), შემდეგ რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი, აგრეთვე ბელორუსი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ფინეთი.

1913 წელს დაბრუნდა საქართველოში; ფეხით შემოიარა მთელი საქართველო, გამოდიოდა ეზოებში, კლუბებში, სკოლებში. 1921–1927 იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში, სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. ერთხანს პარიზშიც ცხოვრობდა. 1927-იდან კვლავ საქართველოშია და განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას. პერიოდულად გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდულაძესთან ერთად. მუშაობდა ქართულ ხალხურ საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებაზე. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას.

ლიტერატურა

  • ღვინიაშვილი ა., მოხეტიალე მუსიკოსი, თბ., 1959;
  • ჩიტალაძე ტ., სტვირის კვალდაკვალ, თბ., 1962;
  • ქურხული ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 577.
The contents of this page are sourced from Wikipedia article on 06 Apr 2024. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.