Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Intro | Georgian writer | |
Places | Georgia Russia | |
was | Journalist Writer Opinion journalist | |
Work field | Journalism Literature | |
Gender |
| |
Birth | 18 March 1872, Kvareli | |
Death | 29 March 1955Tbilisi (aged 83 years) |
Biography
ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი (დ. 18 მარტი, 1872, ყვარელი — გ. 29 მარტი, 1955, თბილისი) — ქართველი მწერალი და პუბლიცისტი.
ბიოგრაფია
ყვარელში დაამთავრა ორკლასიანი სკოლა და უსახსრობის გამო სწავლა აღარ გაუგრძელებია. მიუხედავად ამისა დიდი შრომითა და გარჯით შეძლო მიეღო სოლიდური თვითგანათლება. განსაკუთრებით კარგად იცნობდა ქართული და მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურას. კალამი ადრე სცადა, უკვე ოცდაორი წლის ჭაბუკს გიორგი წერეთელმა გაზეთ „კვალში“ დაუბეჭდა პირველი მოთხრობა „სამშობლოს მსხვერპლი“. მალე მისი ნაწარმოებები ილია ჭავჭავაძის „ივერიამაც“ გამოაქვეყნა. შემდეგ იქვე დაიბეჭდა მისი თეატრალური რეცენზიები.
ილია ზურაბიშვილი ცნობილია როგორც თეატრის შესანიშნავი კრიტიკოსი და მუსიკათმცოდნე. ამ საკითხებზე რეცენზიების გარდა აქვს ნარკვევები ჩვენი თეატრის კორიფეებზე, წერილები საოპერო თუ სიმფონიურ მუსიკაზე. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომი „ხალხის მოქმედი გენია“, ივანე ფალიაშვილის და ვანო სარაჯიშვილის ლიტერატურული პორტრეტები და მონოგრაფია ზაქარია ფალიაშვილის ლიტერატურული პორტრეტები და მონოგრაფია „ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი““. ი. ზურაბიშვილმა დაგვიტოვა მოგონებები თავისი დროის ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებზე როგორიცაა ილია, აკაკი და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994