Iason Kereselidze

The basics

Quick Facts

PlacesRussia Georgia
isMilitary personnel
Work fieldMilitary
Gender
Male
Death20 May 1923Tbilisi, Georgia
Family
Siblings:Leo Kereselidze
The details

Biography

იასონ კერესელიძე

იასონ მათეს ძე კერესელიძე (გ. 20 მაისი, 1923) — აზნაური, გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ 1922–1923 წლებში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი. ანტი-საბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. ბოლშევიკმა ჩეკისტებმა დააპატიმრეს და დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

იასონ კერესელიძესთან ერთად ასევე დახვრიტეს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, მიხეილ ზანდუკელი, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.

"გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს, მშვიდობით, ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ", — ყვიროდა სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, რაზეც მის სიტყვებს მოჰყვა იასონ კერესელიძის მძლავრი ხმით ნამღერი ეროვნული ჰიმნი "დიდება", რომელსაც აჰყვნენ სხვებიც. ეს იყო მათი უკანასკნელი სიტყვები.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 06 Jan 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.