Giorgi Mazqwereli

Bischof von Atskuri
The basics

Quick Facts

IntroBischof von Atskuri
Gender
Male
The details

Biography

გიორგი მაწყვერელი, გიორგი შუარტყლელი, — აწყურის ეპისკოპოსი დაახლოებით IX-X საუკუნეებში (პ. ინგოროყვას აზრით, გიორგი მაწყვერელი VI საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდა). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 15 აპრილი (2 აპრილი). მოხსენებულია ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებასა“ და გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

გიორგი მაწყვერელი ყოფილა შუარტყლის ხევიდან, წარჩინებული ოჯახიშვილი. საეკლესიო აღზრდა-განათლება მიუღია ოპიზის მონასტერში. იცნობდა სერაპიონ ზარზმელს და დასწრებია მის დაკრძალვას. სერაპიონის შესახებ შემდეგ ცნობები მიუწოდებია ბასილი ზარზმელისათვის. გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება და შინაომი იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს გიორგი მაწყვერელმა „ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ“ და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი“, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი“. კ. კეკელიძის აზრით გიორგი მაწყვერელი თავისი დროისთვის ცნობილი მწერალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის თხზულებათაგან ჩვენამდე არაფერი შემონახულა.

ლიტერატურა

  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 3, გვ. 164, თბ., 1978
  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბ., 2004 წ.
The contents of this page are sourced from Wikipedia article on 23 Jul 2019. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.