Giorgi Gogolashvili

The basics

Quick Facts

A.K.A.Gogolašvili, Giorgi Gogolashvili, Georgiĭ Bidzinovich
A.K.A.Gogolašvili, Giorgi Gogolashvili, Georgiĭ Bidzinovich
PlacesGeorgia
isLinguist Philologist Journalist Opinion journalist Teacher
Work fieldAcademia Journalism Literature Social science
Gender
Male
Birth24 July 1948, Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Age76 years
Star signLeo
The details

Biography

გიორგი ბიძინას ძე გოგოლაშვილი (დ. 24 ივლისი 1948, სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ენათმეცნიერი, ქართველურ ენათა მკვლევარი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1994).

ბიოგრაფია

1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება. 1975 წლიდან მუშაობდა თსუ-ს ახალი ქართული ენის, 1992 წლიდან კი — ძველი ქართული ენის კათედრაზე; 2003 წელს აირჩიეს ამავე კათედრის გამგედ. 1978 წლიდან მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში: იყო სწავლული მდივანი (1982–1985), დირექტორის მოადგილე (1985–1995), განყოფილების ხელმძღვანელი (1995–1996), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1996 წლიდან), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (2006 წლიდან).

გოგოლაშვილი შრომები ეძღვნება ძველი და ახალი ქართული ენის მორფოლოგიის, ენისა და კულტურის, ქართული დიალექტოლოგიის, ენის ისტორიის საკითხებს. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ქართული ენის სახელმწიფო კომისიის წევრი, ჟურნალ „ბურჯი ეროვნებისას“ გამომცემელ-რედაქტორი, „საენათმეცნიერო ძიებანის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „ენათმეცნიერების საკითხების“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1994 წელს პედაგოგიურ საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა იაკობ გოგებაშვილის მედლით.

ბიბლიოგრაფია

  • ერთხელ საქართველოში (ავტორი). - თბილისი, ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000. - ISBN: 99928-820-2-6
  • მარადიულნი თანამედროვენი (ავტორი). - თბილისი, ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000. - ISBN: 99928-820-1-8
  • ქართული ენის სახელზმნური ფუძეების ლექსიკონი : ლექსიკონი (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1991. - ISBN: 5-520-01075-7
  • ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი : ლექსიკონი (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1989.
  • ქართული ზმნის უღვლილების სისტემა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1988. .
  • დრო: კილოთა მეორე სერიის ფორმები ახალ ქართულში (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1984.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 69.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 03 Jul 2024. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.