Giorgi Dadishkheliani

The basics

Quick Facts

isMilitary personnel
Work fieldMilitary
Gender
Male
Birth1858
The details

Biography

გიორგი თენგიზის ძე დადიშქელიანი (დ. 1858 — გ. წელი უცნობია), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და იუნკერთა სასწავლებელი. 1893-1899 წლებში მუშაობდა ოზურგეთის, ზუგდიდის, რაჭის და ქუთაისის მაზრების უფროსად. 1906 წელს დაინიშნა ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად, ამავე წელს გადაიყვანეს ყარსის ოლქის გუბერნატორად. 1908 წლიდან დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე იყო. 1912-1915 წლებში სამხედრო სამსახურთან ერთად ბაქოს ოკრუგის საპატიო სამოქალაქო მოსამართლის მოვალეობასაც ასრულებდა. 1915 წლის ივნისიდან მუშაობდა დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა გურიის, ლეჩხუმის, რაჭისა და სამეგრელოს გლეხთა აჯანყებების ჩაქრობაში.

ლიტერატურა

  • ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1884-1861, ტფ., 1934
  • გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1925
  • გასვიანი გ., ქსე, ტ. 3, გვ. 331, თბ., 1978
The contents of this page are sourced from Wikipedia article on 25 Mar 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.