Garsevan Cholokashvili

Georgian poet
The basics

Quick Facts

IntroGeorgian poet
PlacesGeorgia
isPolitician Poet Statesperson
Work fieldLiterature Politics
Gender
Male
The details

Biography

გარსევან ჩოლოყაშვილი — XVI საუკუნის ქართველი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე, სახლთუხუცესი. დიდი გავლენით სარგებლობდა ლევან კახთა მეფის (1520—1574) კარზე. არჩილ II-ის ცნობით, ჩოლოყაშვილს ეკუთვნის „ხილთა ქება“ და სატრფიალო ლექსები. იოანე ბაგრატიონი მას „ნარგიზიანი წიგნის“ გამლექსავად მიიჩნევდა. „ნარგიზოვანს“ ჩოლოყაშვილს მიაკუთვნებდა კ. კეკელიძეც, მაგრამ ა. ბარამიძემ დაასაბუთა, რომ კრებული დაწერილია XVIII საუკუნის შუა წლების შემდეგ. ჩოლოყაშვილის პოეტური მომკვიდრეობიდან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ „ზილთა ქება“. ზოგი მკვლევარი ჩოლოყაშვილს XVII საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს.

ლიტერატურა

  • ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940;
  • გაბაშვილი ტ., მიმოსვლა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • მეორე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის (XVI-XIX სს.), ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1982;
  • ლოლაშვილი ი., ქსე, ტ. 11, გვ. 147, თბ., 1987
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.