Evtikhi Gobronidze

The basics

Quick Facts

Gender
Male
Birth1903
Death19 July 1988 (aged 85 years)
The details

Biography

ევტიხი გიორგის ძე გობრონიძე (დ. 19 ნოემბერი , 1903, სოფ. გაღმა დვაბზუ, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 ივლისი, 1988, თბილისი) — ქართველი ფსიქიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს დამსახურებული ექიმი (1946).

ბიოგრაფია

1928 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1944-1968 წლებში იყო მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1968-1978 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1978-1988 წლებში – ამავე კათედრის კონსულტანტი. შეისწავლიდა ნევროზებს, სიმპტომატურ ფსიქოზს, ალკოჰოლიზმს, ტოქსიკომანიას და მათი მკურნალობის მეთოდებს. მიღებული აქვს ლენინის ორდენი და სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია

  • შიზოფრენიის ინსულინოთერაპია, თბ., 1950.
  • ალკოჰოლის მავნე გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1988. — 37 გვ.
  • ალკოჰოლიზმისა და ნევროზების ფსიქოთერაპია, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1987. — 67 გვ.
  • Über manche Fragen der Differentialdiagnostik der Schizophrenie, «Psychiatrie, Neurologie und medizinische Psychologie», 1965, H. 3;
  • К клиническим особенностям послеродового психоза, Сб.: Проблемы психоневрологии. Научные труды. — М., 1969.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 55.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 195.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 22 Nov 2024. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.