Enver Khabadze

���ართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი
The basics

Quick Facts

Intro���ართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი
PlacesRussia Georgia
wasDancer Choreographer
Work fieldDancing
Gender
Male
Birth12 December 1923, Batumi, Georgia
Death27 June 2001 (aged 77 years)
Star signSagittarius
The details

Biography

ენვერ ხაბაძე (დ. 12 დეკემბერი, 1923, ბათუმი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრკ — გ. 27 ივნისი, 2001) — ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი (1985), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის (მოსკოვი) ლაურეატი (1957).

ბიოგრაფია

1939 წელს დაამთავრა ბათუმის ქორეოგრაფიული სასწავლებლი.

1938–1944 წლებში იყო აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის (1939 წლამდე აჭარის ეთნოგრაფიული გუნდი) სოლისტი, 1944 წლიდან სოლისტი და ქორეოგრაფი, 1974 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი. 1948 წელს დააარსა აჭარის ასსრ ფილარმონიის „კავკასიური ცეკვის ანსამბლი“ (პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლი აჭარაში). 1967 წელს დააარსა ანსამბლი „სალაღობო“. დადგა 100–ზე მეტი ცეკვა. პირველად დადგა სცენაზე და ქორეოგრაფიულ სამყაროს გააცნო აჭარული სატრფიალო ცეკვა, სახელიც თავადვე უწოდა — „განდაგანა“. ენვერ ხაბაძე ქართულ რეპერტუარში შემოიტანა ცეკვები „გადახვეული ხორუმი“ და „ოჰოი–ნანა“; აგრეთვე: „ქართული“, „ფერხული“, ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქაჯეთის ციხის აღება“ (ვეფხისტყაოსნის მიხედვით). 1948 წელს ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიწვევით საქართველოს ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში დადგა „გადახვეული ხორუმი“ და „ლაზური“, 1966 წელს კი აქვე განახორციელა “ხორუმის“ დადგმა. პირველმა შემოიტანა ქორეოგრაფიის მუსიკალურ ნაწილში ჭიბონის ხმოვანება. დგამდა ცეკვებს დრამატული თეატრებისთვის. მონაწილეობდა მრავალ დოკუმენტურ ფილმში ქართული ცეკვის შესახებ.

ლიტერატურა

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 576, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 31 Dec 2019. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.