Elizbar Zedgenidze

Georgian writer
The basics

Quick Facts

IntroGeorgian writer
PlacesGeorgia Russia Russia
wasWriter Prosaist
Work fieldLiterature
Gender
Male
Birth10 November 1903, Tbilisi, Georgia
Death9 October 1983Tbilisi, Georgia (aged 79 years)
The details

Biography

ელიზბარ კონსტანტინეს ძე ზედგენიძე (დ. 10 ნოემბერი, 1903, თბილისი — გ. 9 ოქტომბერი, 1983, იქვე) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი.

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, მუშფაკში, უნივერსიტეტში. სრულიად ახალგაზრდამ, დაბეჭდა პირველი ნაწარმოებები რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში და აქედან მოყოლებული იგი თავის მოთხრობებით, ნარკვევებით, თარგმანებით, პუბლიცისტური წერილებით, რომანებით ფართო გზას იკვლევს მკითხველებისაკენ. საზოგადოებამ გულთბილად მიიღო ე. ზედგენიძის მოთხრობების კრებული, რომანები „იღვიძებენ მთები“, „გაზაფხული დაიწყო ადრე“, „უბატონო ქვეყანა“, „მიხა ჩხეტიანი“ და ბევრი სხვა.

მწერალს დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენი ჟურნალისტიკის წინაშე. იყო გაზეთ „ნორჩი პიონერის“, რედაქტორი, გაზეთ „კომუნისტის“, საქდესის კორესპოდენტი, სხვადასხვა ჟურნალის ლიტერატურული მუშაკი.

ელიზბარ ზედგენიძე თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, უზბეკურ, ლიტვურ ენებზე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.