Ekaterine Nafetvaridze

Russian geographer
The basics

Quick Facts

IntroRussian geographer
PlacesRussia
wasGeographer
Work fieldScience
Gender
Female
Birth18 November 1892, Kutaisi, Imereti, Georgia
Death11 January 1965 (aged 72 years)
Star signScorpio
Education
Bestuzhev Courses
The details

Biography

ეკატერინე ნაფეტვარიძე (დ. 18 ნოემბერი, 1892 — გ. 11 იანვარი, 1965) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1947). მუშაობდა სინოპტიკურ-კლიმატოლოგიური მიმართულებით.

ბიოგრაფია

ეკატერინე ნაფეტვარიძემ დაამთავრა ქალაქ პეტერბურგის ბესტუჟევის ქალთა უმაღლესი კურსების ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1916 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში; 1930 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს ამინდის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1936 წლიდან მუშაობდა ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილებაში. სხვა მკვლევარებთან ერთად, მან შეისწავლა ამიერკავკასიაში მიმდინარე ცირკულაციური პროცესების თავისებურებანი.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1947 წელს თემაზე: „ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მისი კლიმატური ფაქტორი“. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ჰავის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის დახასიათება, ახსნილია მისი როლი საქართველოს კლიმატური პირობების ჩამოყალიბებაში. 1950–52 წლებში შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც აწარმოებდა ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში კლიმატისა და მისი შემქმნელი ფაქტორების შესწავლას. ამ პერიოდში გამოქვეყნდა მეტად საინტერესო ნაშრომები, რომელთაც როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ.

1953 წლიდან მუშაობდა თბილისის (ამიერკავკასიის) რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 20 Sep 2023. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.