David Mamamtavrishvili

Georgian surgeon
The basics

Quick Facts

IntroGeorgian surgeon
PlacesRussia Georgia
wasPhysician Politician
Work fieldHealthcare Politics
Gender
Male
Birth30 May 1905, Tbilisi, Georgia
Death9 June 1980Tbilisi, Georgia (aged 75 years)
Star signGemini
Politics:Communist Party Of The Soviet Union
The details

Biography

დავით გრიგოლის ძე მამამთავრიშვილი (დ. 30 მაისი , 1905, თბილისი ― გ. 9 ივნისი, 1980, იქვე) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1945), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1955).

ბიოგრაფია

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ასისტენტად პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე, 1932 წლიდან მუშაობდა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის კლინიკაში.

1941 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და არჩეულ იქნა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის პროფესორად.

1941–1945 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის ფრონტის მთავარ ქირურგად, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ 1950 წლამდე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარ ქირურგი იყო; 1950 წელს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორად; 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრას; 1953 წელს გახდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი; 1955 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრი; 1954–1959 წლებში — საქართველოს სსრ-ის ჯანდაცვის მინისტრი.

მამამთავრიშვილს ეკუთვნის 240 სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 20 მონოგრაფიაა. მისი ძირითად შრომებში განხილულია ჯანდაცვის ორგანიზაციის, სისლძარღვთა, სანაღვლე გზების, ნაწლავების, ჩიყვისა და მწვავე მუცლის ქირურგიული მკურნალობა, კიჭნაწლავისა და ძვლების სიმსივნეების, ანესთეზიოლოგიისა და ქირირგიული ენდოკრინოლოგიის საკითხები.

იყო ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილი წევრი, საქართველოს ქირურგთა რესპუბლიკური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. თბილისის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. დაჯილდოებულია ოქტომბრის რევოლუციის, წითელი ვარსკვლავის და საპატიო ნიშნის ორდენებით და აგრეთვე სხვა მედლებით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 394, თბ., 1983 წელი.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 25 Mar 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.