Chichiko Janelidze

The basics

Quick Facts

PlacesRussia Georgia
wasGeographer
Work fieldScience
Gender
Male
Birth13 October 1932, Sadmeli, Ambrolauri Municipality, Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti, Georgia
Death25 April 2021 (aged 88 years)
Star signLibra
Education
Tbilisi State University
Awards
Order of Honour 
The details

Biography

ჭიჭიკო ჯანელიძე (დ. 13 ოქტომბერი, 1932, სოფ. სადმელი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 25 აპრილი, 2021) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოცენტი.

ბიოგრაფია

ჭიჭიკო ჯანელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს. 1964–81 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქვე გაიარა ასპირანტურის კურსი გეომორფოლოგიის სპეციალობით. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1971 წელს თემაზე: „საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების განვითარება ჰოლოცენში“.

შეისწავლა საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების განვითარების საკითხები ჰოლოცენში; კოლხეთის დაბლობის პალეოგეოგრაფია ზედა პლეისტოცენსა და ჰოლოცენში; ნალექების აკუმულაციის და რელიეფის წარმოქმნა-პროცესების ხასიათი კოლხეთის დაბლობის ზღვის სანაპირო ზონაში. 1981 წლიდან მუშაობს სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „საქნაპირდაცვის“ მორფოდინამიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად.

იკვლევს მორფოდინამიკური პროცესების განვითარების კანონზომიერებებს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში; ანთროპოგენური ფაქტორის როლს სანაპირო ზონის ლანდშაფტების განვითარებაში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

ბიბლიოგრაფია

  • საქართველოს ბუნებრივი კატასტროფებისა და რისკების ატლასი (თანაავტორი). თბილისი, 2018;
  • Человек и окружающая его среда (თანაავტორი). Тбилиси, Мецниереба, 1984.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 24 Aug 2023. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.