Boris Klopotovsky

The basics

Quick Facts

PlacesGeorgia Armenia
wasGeographer
Work fieldScience
Gender
Male
Birth3 February 1903, Gyumri, Aleksandropol County, Georgia-Imeretia Governorate, Armenia
Death1953 (aged 49 years)
Star signAquarius
Education
Georgian Technical University
The details

Biography

ბორის ალექსის ძე კლოპოტოვსკი (დ. 3 თებერვალი, 1903 — გ. 1953) — საბჭოთა გეოგრაფი, პედაგოგი და სოფლის მეურნეობის მუშაკი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

ბიოგრაფია

ბორის კლოპოტოვსკიმ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით 1928 წელს. 1926 წლიდან იგი სამეცნიერო კვლევებთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისისა და ბაქოს უმაღლესი სასწავლებლების ნიადაგთმცოდნეობის კათედრებზე.

1937 წელს დისერტაციის დაუცველად მიანიჭეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და დოცენტის წოდება ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით. ომის პერიოდში ასრულებდა საგანგებო სამხედრო-გეოგრაფიული ხასიათის დავალებებს. შემდეგ მუშაობას იწყებს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. იგი იკვლევდა გეობოტანიკის, ფიზიკური გეოგრფიის და მეოთხეული გეოლოგიის აქტუალურ საკითხებს.

აღსანიშნავია მისი ნაშრომები კავკასიის ნიადაგების გეოგრაფიაში, პალეოგეოგრაფიასა და გეომორფოლოგიაში. ბორის კლოპოტოვსკიმ დეტალურად შეისწავლა საქართველოს ცალკეული გეომორფოლოგიური რაიონები. მისი კვლევები ეხება კავკასიონის ძველი გამყინვარების საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 20 Aug 2023. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.