Besik Iashvili

���ართველი ექიმი
The basics

Quick Facts

Intro���ართველი ექიმი
PlacesRussia Georgia
isPhysician
Work fieldHealthcare
Gender
Male
Birth17 April 1929, Tbilisi, Georgia
Age95 years
Star signAries
The details

Biography

ბესიკ იაშვილი (დ. 17 აპრილი, 1929, თბილისი) — ქართველი ექიმი, აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ღირსების ორდენის (1999), ოქტომბრის რევოლუციის (1986) და საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი (1981).

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953-1961 წლებში იყო რუსთავის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი, სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე, რუსთავის სისხლის სამსახურის დაარსების მთავარი ინიციატორი. 1974-1984 იყო დამწვრობის ცენტრის დირექტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა 1962 წელს, მედიცინის დოქტორის ხარისხი 1985 წელს, პროფესორის წოდება ქირურგის სპეციალობით მიენიჭა 1988 წელს. 1994 წლიდან არჩეული იყო მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, 1997 წელს სამხედრო სამედიცინო აკადემიის, ხოლო 1998 წელს სამედიცინო სოციალური მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

1983 წლიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლომდე იყო ა. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის საკავშირო საპრობლემო კომისიის №3 წევრი, რომელიც ეხებოდა სამხედრო ტრავმის პრობლემებს. არის აგრეთვე საბჭოთა კავშირის მიღწევათა გამოფენის ოთხგზის მონაწილე, რომელთაგან ერთი მონაწილეობა აღინიშნა ვერცხლის, ხოლო უკანასკნელი სამი კი ბრინჯაოს მედლით.

ბესიკ იაშვილი ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო დისერტაცია. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში კომბუსტიოლოგიური დარგის დაარსება. იგი აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

2015 წელს ბესიკ იაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ლიტერატურა

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.127

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 25 Mar 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.