Anatoly Gorgoshidze

Georgian mathematician
The basics

Quick Facts

IntroGeorgian mathematician
A.K.A.Anatoli Gorgoshidze
A.K.A.Anatoli Gorgoshidze
PlacesRussia Georgia
isMathematician
Work fieldMathematics
Gender
Male
Birth1944, Ozurgeti, Georgia
Age81 years
The details

Biography

ანატოლი გორგოშიძე (დ. 1944, ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მათემატიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით. 1966–1969 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უმცროსი მეცნიერი და რიგითი თანამშრომელი. 1969–1971 წლებში — ქალაქ მოსკოვში მდებარე საბჭოთა კავშირის რადიოტექნიკური მრეწველობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტაჟიორი ინჟინერი. 1971–1974 წლებში — ამავე ინსტიტუტის ასპირანტი თეორიული და ექსპერიმენტული რადიოფიზიკის სპეციალობით. 1974–1978 წლებში — საბჭოთა კავშირის რადიოტექნიკური მრეწველობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი და თანამშრომელი, ხოლო 1978–1986 წლებში — ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1986–1997 წლებში იყო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ტალღას“ ექსპერიმენტულ-კვლევითი კომპლექსის უფროსი. 1986–1997 წლებში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო 1997 წლიდან — საქართველოს საბაჟო აკადემიაში. 1997 წლიდან არის საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განვითარების სამმართველოს უფროსი, საქართველოს სასაზღვრო მონიტორინგის სისტემა „იორის“ მთავარი კონსტრუქტორი.

2002 წელს მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 2003 წელს იყო მონტერეის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის სტაჟიორი.

ლიტერატურა

  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993—2004 წწ., გვ. 169, თბ., 2012.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 21 Feb 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.