Biography
Lists
Also Viewed
Quick Facts
Biography
აბესალომ ვეკუა (დ. 1 ნოემბერი, 1925, ფოთი — გ. 19 თებერვალი, 2014) — ქართველი მეცნიერი, პალეონტოლოგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მხაზველი; უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1957-1979 წლებში დირექტორის მოადგილე, 1979 წლიდან ხერხემლიანთა განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 229 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია.
განუზომელია აბესალომ ვეკუას წვლილი ქართული პალეონტოლოგიის განვითარებაში. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია აშშ-ის, ინგლისის, ესპანეთის, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერულ გამოცემებში, მათ შორის მსოფლიოს უმაღლესი რეინტიგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში Nature-სა და Science-ში. მან აღმოაჩინა და შეისწავლა მეცნიერებისთვის მანამდე უცნობ ცხოველთა სახეები.
ლიტერატურა
- ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, N3 (39), 2014, მარტი, გვ.11 ჯაბა სამუშია
რესურსები ინტერნეტში
- აბესალომ ვეკუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი